როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის მორიგ ტურში "პარი სენ-ჟერმენ" საკუთარ კედლებში "ნიცას" წინააღმდეგ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
ეს პარიზელთათვის მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი იყოს.
მატჩის შემდეგ "პსჟ"-ს თავკაცმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
- წაგების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- პირველ რიგში მინდა მეტოქეს გამარჯვება მივულოცო. ისინი 100%-ით ეფექტურები იყვნენ. პირველ ტაიმში ჩვენს ნახევარზე ერთხელ გადმოვიდნენ და ერთი გოლი გაგვიტანეს, მეორეში კი ორჯერ გადმოვიდნენ და ორი გოლი გაგვიტანეს. არ მგონია, რომ შედეგი სამართლიანი იყო. „ნიცას“ მოგებას, ხოლო ჩემს გუნდს კარგ თამაშს ვულოცავ. შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავედით, თუმცა მეტს ვიმსახურებდით. მიზანი ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება იყო, მაგრამ ეს ჩვენს ამოცანას, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას არ ცვლის.
- თქვენ შეშფოთებული ხართ?
- სამშაბათის მატჩისთვის არ ვღელავ. ნერვიულობა ნულია. მაღალ პრესინგს მივმართეთ, ბევრს ვმოძრაობდით. „ნიცას“ მეკარემ წარმოუდგენელი ბურთები მოიგერია. გულშემატკივრები ბოლომდე მღეროდნენ და მათი იმედების გასამართლებლად უკანასკნელ წამამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ მამაცი გუნდი ვართ, რაც განმასხვავებელი თვისებაა.
- ეს წაგება თქვენი ფეხბურთელებისთვის სერიოზული მორალური დარტყმაა?
- ამ წუთას ასეა. ისინი ძალიან გულდაწყვეტილები არიან. გამარჯვებას ვიმსახურებდით, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთია ფეხბურთი - მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეტი გოლი გავუშვით
- მოედანზე ძირითადი შემადგენლობა რატომ გაიყვანეთ?
- მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, არ მინდა მიკელ არტეტას რაიმე მინიშნება მივცე. შეგირდების გარჯით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი დღე არ იყო, თუმცა ჩემს ბიჭებს მაინც ვულოცავ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
