როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზაზე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
5 ივნისს ჩვენი გუნდი ფარერებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
მეორე შეხვედრა კი 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს წინააღმდეგ გაიმართება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ მატჩებში დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელია ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება.
მიზეზად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სახელდება, სადაც კვარა "პარი სენ-ჟერმენს" უნდა დაეხმაროს.
სწორედ ამ ტურნირის გამო ხვიჩა ეროვნული გუნდის მოახლებულ თამაშებს გამოტოვებს.