ლონდონის “არსენალისა” და პსჟ-ს პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ პირველი ფრანგული კლუბი გახდა “მარსელის” შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქის მოედანზე გაიმარჯვა. 1991 წლის 10 აპრილს “მარსელმა” მოსკოვში ადგილობრივ “სპარტაკს” სძლია.
ცნობისთვის, პსჟ-სა და “არსენალის” განმერეობითი დაპირისპირება 7 მაისს გაიმართება.