ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენის" მედია გუნდთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ქართველმა ვარსკვლავმა ახალ გუნდში ადაპტაციასა და მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
"რთულია, როდესაც გუნდს შუა სეზონში უერთდები, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო ცოტაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგად შევძელი, რაც პერსონალის, მწვრთნელების, კლუბის და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დამსახურებაა. ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც მიგიღებენ და გაგრძნობინებენ, თითქოს მათთან დიდი ხანია ხარ.
პარიზში გულშემატკივრების მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა – აქ ისე გექცევიან, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და გააცნობიერო, თუ რამდენად ღირებული მოთამაშე ხარ
მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, მოთამაშე უფრო მეტად ცდილობს, რომ უკეთესად ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ექცევა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა", - თქვა ხვიჩამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
