მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა და პსჟ-ში მისი როლი ფუნდამენტურად შეაფასა. რას ამბობს სიომინი:
„კვარაცხელია პსჟ-ში საერთოდ სხვა დონეზე თამაშობს. ხვიჩა პარიზში ევროპული დონის მოთამაშედ ჩავიდა და მაშინვე დაიკავა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი. მგონია, რომ „ბარსელონას“ შემდეგ პსჟ-ს ევროპაში საუკეთესო შეტევითი ტრიო ჰყავს, მაგრამ შესაძლოა, პარიზელთა შეტევა უფრო უკეთესიც იყოს. „არსენალთან“ ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდ თამაშებში ზეწოლას არ განიცდის და მატჩის სცენარის თავის თავზე აღება შეუძლია. მგონია, რომ ის მალე ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებს შორის სამეულში იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდა. ხვიჩამ საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი გოლით უსმან დემბელემ გაიტანა, პსჟ-მ კი მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
