ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად ლონდონის „არსენალი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
სიმბოლურ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ მოხვდა, სამი – „ბარსელონადან“, სამი – „ინტერიდან“, ხოლო ერთი – „არსენალიდან“.
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი“).
მცველები: მაილს ლუის-სკელი („არსენალი“), ფრანჩესკო აჩერბი („ინტერი“), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), დენზელ დუმფრისი („ინტერი“).
ნახევარმცველები: პედრი („ბარსელონა“), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ნიკოლო ბარელა („ინტერი“).
თავდამსხმელები: რაფინია („ბარსელონა“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ლამინ იამალი („ბარსელონა“).
ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები 6-7 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალს 31 მაისს მიუნხენი უმასპინძლებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ