but football club-ი გაზეთ „ეკიპის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლიდან გამომდინარე,, გუნდში ბრედლი ბარკოლას მდგომარეობა რთული გახდა:
„არსენალთან“ მატჩისას ბარკოლას გამოუყენებელი დიდი შანსი. პსჟ-ს სატრანსფერო ფანჯარა ლიგა 1-ში: ის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გუნდს დატოვებს?
„სეზონის პირველი ნახევრის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ, ბარკოლა ვერ მიხვდა, ზამთარში გუნდში კვარაცხელია რატომ მივიდა. ამან მასზე უარყოფითად იმოქმედა...
„ეკიპი“ ბრედლის არასტაბილურ სეზონს განიხილავს. საფრანგეთის ნაკრებში ევრო 2024-ზე წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში სეზონის პირველი ნაწილი დიდებულად ჩაატარა, მაგრამ იანვარში კვარაცხელიას შეძენის მერე, მისმა შედეგიანობამ მკვეთრად იკლო. „ლიონის“ ყოფილი ფეხბურთელი ვერ მიხვდა, კლუბის ხელმძღვანელობამ რატომ დაიმატა ქართველი, რომელიც მის პოზიციაზე თამაშობს. ამის გამო ფლანგის გამოცვლა მოუწია, სადაც ნაკლებად ეფექტურია...
გუნდში არავითარი განსაკუთრებული სტატუსი არ აქვს, ეს „კვარას“ მისვლიდან გამოწვეული კონკურენციით და დუეს ჩინებულ ფორმაში ყოფნით აიხსნება. ამის მიღმა, ბარკოლას ჩავარდნის პერიოდი თვითგამოხატვის ნაკლებად ხელსაყრელ კონტექსტში იღებს სათავეს. ზამთარში ქართველის გადაბირება, მან მეტადრე საწყის პერიოდში, მტკივნეულად აღიქვა.
როგორც ჩანს, ბარკოლა ზაფხულში წასვლას განიხილავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც გუნდში ამბობენ, მწვრთნელთან, ლუის ენრიკეთან საკმაოდ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ „სუფთა“ ცენტფორვარდის დამატებას აპირებს, გარემარბების პოზიციაზე, ორ ადგილზე დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება“.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ ხვიჩას "პარი სენ ჟერმენში" გადასვლამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.