ინგლისური გამოცემა Mirror-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში „ლივერპულში“ გადავა, თუმცა გუნდის ამჟამინდელი პირველი მეკარე, ალისონ ბეკერი, კლუბის დატოვებას არ აპირებს.
წყაროს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი მეკარე საუდის არაბეთის კლუბების მიერ შეთავაზებულ სარფიან წინადადებებს ზაფხულში უარყოფს, იმ დროისთვის კი „ლივერპულს“ ოფიციალურად შეუერთდება გიორგი მამარდაშვილი, რომლის ტრანსფერის თანხაც დაახლოებით 34 მილიონ ფუნტად ფასდება.
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა უკვე ემზადება ქართველი მეკარის მისაღებად. მამარდაშვილმა მიმდინარე ლა ლიგის სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა და შვიდჯერ კარი უგოლოდ შეინახა. მიუხედავად ამისა, „წითლები“ ალისონ ბეკერის გასხვისებას ამ ეტაპზე არ განიხილავენ.
ბეკერის პერსონალურმა მწვრთნელმა, კლაუდიო ტაფარელმა, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, დაადასტურა, რომ მეკარეს „ლივერპულის“ დატოვება არ სურს: „ალისონს საუდის არაბეთიდან მაღალი ანაზღაურებით იზიდავენ, თუმცა ის ხშირად ამბობს, რომ სურს კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელოს. ალისონი გუნდისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და ამის დამადასტურებლად საკმარისია მისი თამაშები გადამწყვეტ შეხვედრებში“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ