UFC-ის ლეგენდამ და ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფრანგულ IbraTV-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივარია.
დაღესტნელი სპორტსმენის თქმით, პარიზულ კლუბს მეგობრული კავშირები აკავშირებს:
„მე პსჟ-ს ვქომაგობ, რადგან იქ ჩემი არაერთი მეგობარი მუშაობს, მათ შორის კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი. ამიტომაც, როცა არჩევანის წინაშე ვდგავარ – პსჟ თუ „მარსელი“, ცალსახად პარიზელების მხარეს ვარ“.
ნურმაგომედოვმა კლუბის ბოლო წლების პროგრესზეც ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება უსურვა:
„უკანასკნელი 15 წელია, პსჟ ფრანგულ ფეხბურთს ევროპულ არენაზე მკაფიოდ ამკვიდრებს. ვფიქრობ, წელს რეალური შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის დასაპატრონებლად. გულწრფელად მსურს, რომ ეს ტიტული მოიგონ, რადგან იმსახურებენ — განსაკუთრებით ნასერი. ამ პროექტში ძალიან ბევრი ფული, დრო და ენერგიაა ჩადებული“, – თქვა ხაბიბმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ 7 მაისს „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ