პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „სტრასბურგთან“ 1:2 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის გამოსვლა დადებითად შეაფასა.
„კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოედანზე ვნახე — განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომებით და შემართებით. ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე აკადემიიდან იყო და ვფიქრობ, ასეთი თამაშები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის კარგი მზადებაა. ქულასთან ახლოს ვიყავით და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც გვქონდა“, — განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
რაც შეეხება მიკელ არტეტას გადაწყვეტილებას, „ბორნმუთთან“ მატჩში ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელი დაეყენებინა, ლუის ენრიკემ ასე უპასუხა: „არტეტას საკუთარი ხედვა აქვს და საუკეთესო იცის, რა სჭირდება მის გუნდს. მეც ჩემი მიდგომა მაქვს და ბოლოს გავიგებთ, ვის სტრატეგიას მოაქვს მეტი შედეგი“.
შეგახსენებთ, პსჟ და „არსენალი“ ერთმანეთს განმეორებით შეხვედრაში 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „პარკ დე პრენსზე“ დაუპირისპირდებიან.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ