როგორც მოგეხსენებათ, ივნისში საქართველოს ნაკრები 2 ამხანგურ მატჩს გამართავს.
5 ივნისს ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" ფარერებს უმასპინძლებს.
8 ივნისს კი კაბო ვერდეს წინააღმდეგ მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ამ მატცჩებში "ჯვაროსნებს" რამდენიმე ლიდერი სხვადასხვა მიზეზებით დაკლდებიან.
პირველ რიგში ვისაუბრთ ხვიჩა კვარაცხელიას.
ხვიჩას ჩემპიონთა ლიგისა და და ლიგა 1-ის შემდეგ "პსჟ"-სთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უწევს თამაში, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად გაიმართება.
ამ ტურნირის გამო პარიზული გუნდი ქართველს ნაკრებში წასვლის საშუალებას არ მისცემს. თანაც ამხანაგური მატჩები ნაკლებად მნიშვნელოვანია.
არსებობს შანსი, რომ შეკრებვა ლუკა ლოჩოშვილმა გამოტოვოს, რადგან მისი "სალერნტიანა" სერია ბ-ში დარჩენისთვის იბრძვის და თუ გუნდი პლეი-ოფის ზონაში მოხვდა, ლუკა ნაკრებს ვერ დაეხმარება.
იგივე მიზეზი აქვთ გიორგი ქოჩორაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს.
ქოჩორას "ლევანტე" ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და შესაძლოა ისიც პლეი-ოფის ზონაში მოხვდეს.
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" კი შესაძლია ბუნდესლიგაში დასარჩენი პლეი-ოფი ითამაშოს.
ასევე წინა სანაკრებო პაუზაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მომავალ ამხანაგურ მატჩებში შანსს ლუკა გუგეშაშვილი მიიღებდა.
შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილს დასვენება მოუწევს.
ივნისის მატჩებს გიორგი ჩაკვეტაძეც გამოტოვებს, რომელიც ამ ეტაპზე ტრავმირებულია და რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ეს იქნება შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და ვილი სანიოლისთვის, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატაროს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
