საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მიხეილ აშვეთიამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"მესხის თამაში არ მახსოვს, მაგრამ 80-იან წლებში ბევრი ვარსკვლავი გვყავდა: ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია... ვისი ჩანაწერებიც მინახავს, ხვიჩას დავით ყიფიანს შევადარებდი. იმედია არავის ეწყინება, მაგრამ ჩემი აზრით, თუ კვარამ ასე თამაში გააგრძელა, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.
ხვიჩა იტალიაში პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა, ახლა კი საიმედო ხელშია, მას მწვრთნელი აფასებს. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო ფილოსოფიას დიდ პატივს ვცემ. ესპანელმა იცის, რომ ქართველი მის გუნდში მთავარი ფეხბურთელია, კვარაცხელია კი იმედებს ამართლებს. ჩემი აზრით, "არსენალთან" შეხვედრაში ხვიჩა საუკეთესო იყო, შეტევაში თავის საქმე გააკეთა და დაცვასაც ძალიან დაეხმარა, ეს უკანასკნელი აქამდე მის სისუსტედ ითვლებოდა. ხვიჩას ორივე ფლანგიდან შეტევა თანაბრად კარგად შეუძლია, დღეს მისი არსენალი უფრო მრავალმხრივია", - განაცხადა აშვეთიამ.