საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მიხეილ აშვეთია რუსულ გამოცემა Championat-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა და ქართველი ვარსკვლავის მიმართ დიდი შთაბეჭდილება გამოთქვა.
„მესხის თამაშები არ მახსოვს, თუმცა 80-იან წლებში ბევრი გამორჩეული მოთამაშე გვყავდა — ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია... ვისაც ჩანაწერებში ვუყურე, მათ შორის ხვიჩა ყველაზე მეტად დავით ყიფიანს მაგონებს. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, შეიძლება იგი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელადაც კი ჩამოყალიბდეს.
იტალიაში პირველივე სეზონში ჩემპიონობა მოიგო, ახლა კი მენეჯმენტის ნდობით სარგებლობს — ლუის ენრიკე აფასებს მის შესაძლებლობებს. ესპანელი სპეციალისტი ჭკვიანი კაცია, კარგად ხედავს, რომ ხვიჩა მისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. კვარაცხელია კი იმედებს ამართლებს: „არსენალთან“ მატჩში, ჩემი აზრით, საუკეთესო იყო — შეტევაში თავისი საქმე გააკეთა და დაცვაშიც აქტიურად ჩაერთო, რაც ადრე მის სუსტ მხარედ ითვლებოდა. ორივე ფლანგზე თანაბარი ეფექტურობით თამაშობს და დღეს ბევრად უფრო მრავალფეროვანი იარაღები აქვს შეტევაში“, — აღნიშნა აშვეთიამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
