ნიგერიის ყოფილი ფეხბურთელი და ეროვნული გუნდის ექს-მთავარი მწვრთნელი სანდი ოლისე მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ხუთ მოთამაშეს შორის, რომლებიც "ოქროს ბურთის" მიღების სერიოზული კანდიდატები არიან.
ოლისემ პლატფორმა X-ზე საკუთარი მოსაზრება გააზიარა და ხაზი გაუსვა ხუთი ფეხბურთელის გამორჩეულობას — მათ შორისაა ინგლისელი ბუკაიო საკა, ესპანელი ლამინე იამალი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ბრაზილიელი რაფინია და ფრანგი უსმან დემბელე.
„კვარაცხელიას გამორჩეული ტექნიკა და მოედნის ხილვის უნარი საოცარია. რაფინია ძალიან დახვეწილია, თითქოს ძალისხმევის გარეშეც ახერხებს ყველაფერს. საკას მოქნილობა შთამბეჭდავია, ხოლო დემბელე და იამალი წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან. ჩემთვის ეს მოთამაშეები "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლის მთავარი ფავორიტები არიან. მათი თამაშის ყურებამ თავიდან გამიჩინა სურვილი, 90 წუთი ეკრანს მივეჯაჭვო,“ – დაწერა ოლისემ.
სანდი ოლისეს ფეხბურთელობის პერიოდში "აიაქსისა" და "იუვენტუსის" ღირსება დაუცავს. ნიგერიის ნაკრებთან ერთად მან აფრიკის თასი მოიგო 1994 წელს და ოლიმპიური ოქროს მედალი – 1996 წელს. იმ ტურნირზე ნიგერიამ ნახევარფინალში ბრაზილია 4:3 დაამარცხა, ფინალში კი არგენტინა – 3:2.
ასევე აღსანიშნავია 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ნიგერიამ ჯგუფური ეტაპი ესპანეთის, პარაგვაისა და ბულგარეთის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა. პირველ ტურში ესპანეთთან ოლისეს მიერ გატანილმა გამარჯვების გოლმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა – ეს გოლი ერთ-ერთ საუკეთესოდაც დასახელდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ