როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
პარიზელებმა ნახევარფინალში არსენალი დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ქართველს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, მან, ტრადიციულად, დაცვასა და შეტევაში ბევრი იმუშავა.
შეხვედრის შემდეგ ფრანგულმა გამოცემებმა კვარას კარგი თამაში აღნიშნეს:
Footmercato: კვარაცხელიას ტრანსფერი მალე პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო ზამთრის შენაძენი გახდება. მატჩიდან მატჩამდე ხვიჩას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. მეტოქის მცველისთვის ის საფრთხის მუდმივი წყაროა, დაცვაში პროფესიონალია და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ამჯერად პირველ ტაიმში მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა ის პარიზელთათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ გასაკვირია, როგორ ახერხებდა თამაშს პსჟ მის გარეშე.
L'Equipe: ქართველი ძალიან პროდუქტიული იყო დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, კარგად დაბლოკა „არსენალის“ ფეხბურთელთა დარტყმები 37-ე და 49-ე წუთებზე. მისი დარტყმა, რომელიც ძელს მოხვდა, და პასი ბარკოლაზე 30-ე წუთზე პირველი ტაიმის კულმინაციად იქცა. ხშირად აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებებს, ჰქონდა მცირე დაპირისპირება კალაფიორისთან და თავის თანაგუნდელ დუესთანაც კი, რომელმაც მე-16 წუთზე პასი არ მისცა. რაც ყველაზე მთავარია, მან მიიღო მონაწილეობა შეტევაში, რომელსაც პარიზელთა მეორე გოლი მოჰყვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
