ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ შეხვდება. იტალიელმა სპეციალისტმა გადამწყვეტი მატჩის მონაწილეები დაახასიათა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
„არის თუ არა პსჟ საშიში? მეკარით უნდა დავიწყოთ, რომელმაც პარიზული კლუბი ფინალში გაიყვანა. ჯანლუიჯი დონარუმას გარდა, ლუის ენრიკეს დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელიც ძალიან ძლიერი ნახევარდაცვით გამოირჩევა.
ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები არ არიან, მაგრამ ხარისხი, დინამიკურობა და უმაღლესი დონის ტაქტიკური ცოდნა აქვთ. ისინი პრესინგზე მალევე გადადიან და ბურთს სწრაფად იბრუნებენ. პარი სენ-ჟერმენის შეტევა ძალიან კრეატიულია და პარიზელებს დუე, დემბელე და კვარაცხელია ჰყავთ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, დრიბლინგი როგორ განახორციელონ და თუ მათ წინააღმდეგ საუკეთესოდ არ ითამაშებ, დაისჯები. ვინ არის პსჟ-ის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? კვარაცხელია.
ხვიჩა პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო მოთამაშეა“. ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარფინალში „არსენალი“ დაამარცხა და ლონდონელებს ორივე შეხვედრა მოუგო. „ინტერმა“ ასპარეზობას „ბარსელონა“ გამოთიშა. „ნერაძურისა“ და „კვარას“ გუნდის დაპირისპირება მიუნხენში, 31 მაისს გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
