„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობის ზღვარზეა, თუმცა ჯერაც გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოსთან ერთად ოქროს მედალს. ქართველმა ვინგერმა სეზონის პირველი ნაწილი „ნაპოლიში“ ჩაატარა და იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, სერია A-ის ოქროს მედალს ავტომატურად იღებენ მხოლოდ ისინი, ვინც ჩემპიონობის მომენტში კლუბში რეგისტრირებულია, თუმცა გუნდს შეუძლია გადაწყვიტოს, დააჯილდოს თუ არა ის მოთამაშე, რომელიც სეზონის შუაში წავიდა და წვლილი შეიტანა წარმატებაში.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელიც ცნობილი ნეაპოლური წყაროა და ხშირად კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის პოზიციებს ასახავს. მისი თქმით:
„ეს მთლიანად კლუბის გადასაწყვეტია, მაგრამ პირადად არ მგონია, რომ კვარაცხელიას ამ პატივს მიაგებენ. მან მართლაც დიდი გავლენა მოახდინა რამდენიმე შეხვედრაში – განსაკუთრებით „მილანთან“, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ