იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ გადაცემა Salite sulla giostra-ში ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიდან“ წასვლა სრულიად გამართლებული იყო.
აურიემას თქმით, მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" სერია A მოიგო, კლუბს "კვარასთვის" კონტრაქტი დროულად უნდა გაეხანგრძლივებინა და საგრძნობლად გაეზარდა ხელფასი — მინიმუმ 200 000 ევროთი თვეში. ჟურნალისტის თქმით, ხვიჩა იმ სეზონის გამორჩეული მოთამაშე იყო და კლუბს თავად უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, ფეხბურთელის მოთხოვნის გარეშე.
„მას აღარ სურდა ნეაპოლში დარჩენა და გასაგებიცაა — რადგან მას ტყუილი უთხრეს. სწორედ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა გუნდი და პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგისთვის ებრძოლა. დღემდე ვკითხულობ მტკივნეულ კომენტარებს მის მიმართ — ეს სირცხვილია. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ სიტუაცია არასწორად მართა და შედეგიც სახეზეა“, — განაცხადა აურიემამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზამთარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ