ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების დასრულების შემდეგ, წამყვანმა ბუკმეიკერულმა კომპანიებმა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ განახლებული ფავორიტების სია გამოაქვეყნეს.
ხალხური ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რეიტინგში სამი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მეექვსე ადგილს იყოფს მოჰამედ სალაჰთან — „ლივერპულის“ შემტევთან ერთად.
სიის სათავეში უსმან დემბელე მოექცა — ფრანგმა გარემარბმა ლიდერობა ლამინ იამალს გადააბარა, რომელმაც „ბარსელონას“ რიგებში გამოირჩა.
TOP 3-ში მოხვდა კიდევ ერთი პსჟ-ს მოთამაშე — ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც შარშანდელი მე-9 პოზიციიდან გადმოინაცვლა სამეულში.
ახლა „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატებად მიჩნეული ათეულია შემდეგნაირი:
- უსმან დემბელე („პსჟ“) – 3.00
- ლამინ იამალი („ბარსელონა“) – 4.50
- ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ“) – 6.00
- რაფინია („ბარსელონა“) – 8.00
- ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) – 8.00
- მოჰამედ სალაჰ („ლივერპული“) – 9.00
- ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“) – 9.00
- პედრი („ბარსელონა“) – 21.00
- რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) – 51.00
- დეკლან რაისი („არსენალი“) – 67.00
- კილიან მბაპე („რეალი“) – 67.00