21 წლის ქართველი ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი მთელი სეზონის განმავლობაში “ვიტესის” შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა.
ირაკლიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ვიტესის” ფანებმა ირაკლი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს.