ეუგენიო სენა “სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელია.
33 წლის იტალიელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს მუშაობდა შოტლანდიურ კლუბ “ლივინგსტონსა” და საუდის არაბეთის “ალ ფაისალიში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ბერძნულ და კვიპროსულ კლუბებში კი მთავარ მწვრთნელად.
სენას ასევე იტალიური და უნგრული კლუბების აკადემიაში და ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობის საფუძვლიანი გამოცდილება აქვს.
ბოლო 3 წლის განმავლობაში, სენა ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ჩვენს ჩემპიონატს აქტიურად ადევნებდა თვალს.