მამარდაშვილმა იცის, რომ გუნდში მეორე მეკარეა - ირჟი დუდეკი ქართველზე ალაპარაკდა მამარდაშვილმა იცის, რომ გუნდში მეორე მეკარეა - ირჟი დუდეკი ქართველზე ალაპარაკდა » Footballnews მამარდაშვილმა იცის, რომ გუნდში მეორე მეკარეა - ირჟი დუდეკი ქართველზე ალაპარაკდა
გათიშვა

მამარდაშვილმა იცის, რომ გუნდში მეორე მეკარეა - ირჟი დუდეკი ქართველზე ალაპარაკდა

მამარდაშვილმა იცის, რომ გუნდში მეორე მეკარეა - ირჟი დუდეკი ქართველზე ალაპარაკდა
1 საათის და 50 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„ლივერპულის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გუნდის ყოფილმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილს შორის კონკურენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მერსისაიდელებს მეკარის პოზიციაზე პრობლემები არ აქვთ, რადგან ორივე კიპერი მაღალი კლასისაა:

„დღეს „ლივერპულს“ ორი ტოპ-მეკარე ჰყავს. ასე იყო გასულ სეზონშიც — კელეჰერი, როცა შესაძლებლობა ეძლეოდა, შესანიშნავად თამაშობდა. რთული სეზონი გველის, ბევრი შეხვედრა იქნება და აუცილებელია, რომ გუნდს ორი მაღალკვალიფიციური მეკარე ჰყავდეს.

ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა და გუნდის პირველი ნომერია. მამარდაშვილს კი ყველა საჭირო თვისება აქვს, რომ პრემიერლიგაში უმაღლეს დონეზე იასპარეზოს და სანდო შემცვლელად იქცეს. მას დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის — ინგლისის ჩემპიონატი უფრო სწრაფია, მეკარეებზე მეტ ზეწოლას ახდენენ, განსაკუთრებით ფეხით თამაშის კუთხით. ასევე განსხვავებულია მსაჯობის სტილი, რაც თამაშზე გავლენას ახდენს“.

დუდეკმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა, როგორია პირველ და მეორე მეკარედ ყოფნა:

„როდესაც ძირითადში ვთამაშობდი, თავდაჯერებულობა მეტი მქონდა. მაგრამ 2007 წელს, როცა „რეალში“ გადავედი, ვიცოდი, რომ მეორე ნომერი ვიქნებოდი და ჩემი როლი კასილიასისთვის ოპტიმალური ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. ეს ვითარება მივიღე და მაქსიმალურად შევასრულე“.

მისივე თქმით, „ლივერპულისთვის“ საუკეთესო სცენარია, როცა ორივე მეკარე მაღალი დონისაა:

„თუ ალისონი თავის დონეს შეინარჩუნებს, მამარდაშვილმაც უნდა ეცადოს, რომ მასთან ერთ დონეზე მივიდეს. ახლა ის მეორე ნომერია, მაგრამ შანსი თუ მიეცემა, აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჯერჯერობით მათ შორის ურთიერთობა შესანიშნავია და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება — სეზონში ბევრი თამაშია და მეკარეების როტაცია გარდაუვალია“.

FACEBOOK კომენტარები