უეფა-ს სუპერთასის მოგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ტოტენჰემმა“ ტიტულის მოგება დაიმსახურა, ინგლისური გუნდი მატჩის 80 წუთის მანძილზე უკეთესი იყო და პარიზელებს მცირედით გაუმართლათ.
„ძალიან დაღლილი ვარ და შესაძლოა, ფრანგულად ვერც ვილაპარაკო. არ ვფიქრობ, რომ ამ თასს ვიმსახურებთ. აშკარად ჩანდა სხვაობა ისეთ გუნდს შორის, როგორიცაა „ტოტენჰემი“, რომელიც უკვე ექვსი კვირაა ვარჯიშობს და ჩვენ შორის, რომელსაც მოსამზადებლად მხოლოდ ექვსი დღე ჰქონდა. 80 წუთის განმავლობაში ეს სხვაობა ძალიან დიდი იყო.
ვცადეთ, ჩვენი სტილით გვეთამაშა, მაგრამ მუდმივად არაზუსტ პასებს ვაკეთებდით. გაგვიმართლა, ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და პენალტებამდე მივედით.
აი, ასეთია ფეხბურთი. ძალიან მიხარია ჩვენი გულშემატკივრების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, მღერიან და გუნდს მხარს უჭერენ. როცა ვაგებდით, მაშინაც კი, ისინი არ გაჩერებულან“, – აღნიშნა ენრიკემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ