საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რიო ფერდინანთამ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
“საფრანგეთში ბევრი კარგი მცველია. ისინი სწრაფები არიან და მათ წინააღმდეგ მოქმედება რთულია, მაგრამ პარიზში ყოფნის დროს, ალბათ, ჩემთვის ყველაზე ძლიერი მეტოქე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო”. - განაცხადა კვარამ.
შეგახსენებთ, რომ კვარა და არნოლდი ერთმანეთს 4-ჯერ არიან შეხვედრილები და ჩვენებურმა ინგლისელ მცველს ნამდვილი კლასი ანახა.
ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.