25 წლის ბრაზილიელო ფეხბურთელი მატეუშ კუნია კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.
კუნია კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, 2031 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.
“ვულვზი” ახალგაზრდა ფეხბურთელში 62.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, კუნიამ პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.