როგორც მოგეხსენებათ, უოტფორდის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.
ამჟამად გიორგი რეაბილიტაციის პორცესს გადის.
აღდგენასთან ერთად ჩაკვეტაძე ასევე ძალისმიერ ვარჯიშებს აკეთებს, რისგანაც, როგორც წესი, ტრავირებული ფეხბურთელები თავს არ იწუხებენ ხოლმე.
ქართველის ასეთმა მონდომებამ კლუბში დიდი ყურადღება მიიქცია:
"გიორგი ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში. ის ასრულებდა როგორც ძალისმიერ, ისე აღდგენით ვარჯიშებს, რათა ფორმა შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, მიუხედავად ტერფის ძვლის რთული ტრავმით გამოწვეული ტკივილისა“, - წერია უოტფორდის განცხადებაში.