"გიორგიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს..." - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე "გიორგიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს..." - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე » Footballnews "გიორგიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს..." - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე
გათიშვა

"გიორგიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს..." - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე

"გიორგიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს..." - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე
1 დღის წინ
გიორგი სოხაძე

ესპანური სპორტული გამოცემა, AS გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს.

“პრობლემა თვალსაჩინოა - გიორგი მამარდაშვილის საქმეები ლივერპულში ისე ვერ მიდის, როგორც ისურვებდა. მეკარე კლუბს ამ ზაფხულს, ვალენსიაში იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ შეუერთდა და იყო მოლოდინი, რომ “ენფილდზე” ძირთადი გოლკიპერი იქნებოდა, მაგრამ არნე სლოტისთვის “წითლების” კარში ადგილს ისევ ალისონ ბეკერი იკავებს.

ბრაზილიელი მეკარე, რომლის ინგლისიდან საუდის არაბეთსა თუ იტალიაში გადაბარგებას ელოდებოდნენ, სეზონის დასაწყისიდანვე პირველი მეკარის სტატუსი მოიპოვა. მან ითამაშა როგორც სუპერთასზე კრისტალ პალასთან, ასევე პრემიერლიგის პირველ ორ ტურში.

ამის გამო უკმაყოფილო უნდა იყოს მამარდაშვილი, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადი მეკარე იყო საქართველოს ნაკრებსა და ვალენსიაში, ახლა კი მატჩებს სათადარიგოთა სკამიდან უყურებს. სლოტმა ის სეზონისწინა თამაშებში გამოსცადა და როგორც ჩანს, გავლენა მილანთან მეკარის არადამაჯერებელმა თამაშმა იქონია. იმ მატჩში ციმიკასმა ქართველს ბურთი ცუდად დაუბრუნა. მეკარე ვერ მისწვდა, ბურთთან პირველი ოკაფორი გაჩნდა, რომელმაც გაიტანა. ლივერპული მოდრიჩის ახალ გუნდთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

ვითარების გათვალისწინებით, მამარდაშილი ყოველდღიურად უნდა უსვამდეს საკუთარ თავს შეკითხვას, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც წინადადებები ნახევარი ევროპიდან ჰქონდა და არჩევანი მაინც “წითლებზე” შეაჩერა.

ჯერ მაინც ძალიან ადრეა და მას კიდევ შეუძლია ვითარების თავის სასიკეთოდ შეცვლა, მაგრამ როგორც ჩანს, სლოტმა კარის დამცველთან დაკავშირებით სეზონის არჩევანი უკვე გააკეთა. ალისონს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და ძნელად წარმოსადგენია, კლუბი მის ამოწურვამდე დატოვოს” , - წერს ესპანური გამოცემა.

FACEBOOK კომენტარები