“სარაევოს” 23 წლის ქართველ ფეხბურთელს გიორგი გულიაშვილს გამორჩეული სეზონი ჰქონდა.
გიორგი ბოსნიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ფეხბურთელს პრიზი გუშინ გადაეცა.
გულიაშვილმა გასულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, გიორგის შეძენით არაერთი ტოპ გუნდი ინტერესდება და არ გამოვრიცხოთ მომდევნო სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს.