“მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას” - ბიძინა ივანიშვილი “მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას” - ბიძინა ივანიშვილი » Footballnews “მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას” - ბიძინა ივანიშვილი
გათიშვა

“მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას” - ბიძინა ივანიშვილი

“მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას” - ბიძინა ივანიშვილი
2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი ჭანტურია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვება მიულოცა:

“ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც თავისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით გუნდთან ერთად მოიპოვა!

ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.

მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, კვარა ისტორიაში პირველი ქართველი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.



FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ