ზოგჯერ კვარაცხელიასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა ამ მიზეზის გამო - რუსი ფეხბურთელი ზოგჯერ კვარაცხელიასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა ამ მიზეზის გამო - რუსი ფეხბურთელი » Footballnews ზოგჯერ კვარაცხელიასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა ამ მიზეზის გამო - რუსი ფეხბურთელი
გათიშვა

ზოგჯერ კვარაცხელიასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა ამ მიზეზის გამო - რუსი ფეხბურთელი

ზოგჯერ კვარაცხელიასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა ამ მიზეზის გამო - რუსი ფეხბურთელი
3 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, ოლეგ შატოვმა, Smol Talk-ის Youtube გვერდთან ინტერვიუში ქართველის შესახებ ისაუბრა.

"კვარა" და შატოვი 2020 წლის აგვისტოდან, 2021 წლის ნოემბრამდე "რუბინში" ერთად თამაშობდნენ. რუსის თქმით, ხვიჩა ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ამავდროულად გაიხსენა ის მიზეზი, რის გამოც მასთან ერთად თამაში ზოგჯერ არ მოსწონდა.

"კვარაცხელიას გიჟური ინდივიდუალური ხარისხი აშკარა იყო. დიახ, ხვიჩა ორ-სამ მოთამაშეს მარტივად ატყუებდა, თუმცა ზოგჯერ მაღიზიანებდა, რადგან გუნდზე არ თამაშობდა და მის გამო დაცვაში სირბილი მიწევდა.

ფეხბურთში ყველაზე რთული მაღალ სისწრაფეზე დრიბლინგია, კვარაცხელიას კი ეს ბრწყინვალედ გამოსდის. ხვიჩა ყოველთვის შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, როცა მოედნიდან გავდიოდით, ის რჩებოდა და ყოველთვის რაღაცას აკეთებდა, კლუბის ბაზაზე 6 თვე ვიცხოვრე, და "კვარაც" მუდამ იქ ცხოვრობდა, ოთახში მარტო იყო. ნამდვილი პროფესიონალია, პლუს წარმოუდგენელი ტალანტი და ალბათ, სწორი საფეხბურთო მენეჯერი ჰყავს", - განაცხადა შატოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" 2019/2022 წლებში თამაშობდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი "კვარა" სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოში" ასპარეზობის შემდეგ "ნაპოლიში" გადავიდა.

FACEBOOK კომენტარები