კახა კალაძის ვაჟი ლევან კალაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და ის 18 აგვისტოდან გუნდთან ერთად შეკრებას რუსთავში გაივლის.
რა ვიცით ლევან კალაძის შესახებ:
სპორტული გამოცემა LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თბილისის მერის, ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის უფროსი შვილი ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან თებერვალში კლუბთან 2-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
გამოცემა წერს, რომ ლევან კალაძე იმერულ კლუბთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა. ის 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მცველის ფუნქციებს მოირგებს."ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე", - განაცხადა კალაძემ LaGazzetta.ge-სთან საუბარში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
