გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზუმელმა ოთარ კიტეიშვილის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდს სასწრაფოდ სჭირდება გაძლიერება.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავსტრიის ბუნდესლიგაში „გრაცერთან“ გასვლით შეხვედრაში პირველ ტაიმში დაშავდა. მან საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან რეიდი წამოიწყო და ბურთი მეტოქის საჯარიმომდე მიიტანა, თუმცა შემდეგ მოედანი კოჭლობით დატოვა და შესვენების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. როგორც გაირკვა, კიტეიშვილმა ბურთისთვის ბრძოლაში წვივი დაიზიანა.
„კიტეიშვილის ტრავმა ძალიან მტკივნეულია, თუმცა საბოლოო დიაგნოზს დაველოდოთ. ფაქტია, რომ ტრავმიანობის კრიტიკული ზღვარი უკვე გადავლახეთ და სასწრაფოდ გვჭირდება ტრანსფერი. წინ ბევრი თამაშია.
ფეხბურთელებმა „გრაცერთან“ და ბოლო მატჩებში შესანიშნავად ითამაშეს და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ გვინდა, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში ისევ იმავე დონეზე ვასპარეზოთ, როგორც ბოლო წლებში, აუცილებლად უნდა გავიძლიეროთ“, – განაცხადა „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ