„ლივერპულმა" პრემიერ ლიგის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა – ალექსანდერ ისაკი უკვე მერსისაიდელთა ფეხბურთელია „ლივერპულმა" პრემიერ ლიგის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა – ალექსანდერ ისაკი უკვე მერსისაიდელთა ფეხბურთელია » Footballnews „ლივერპულმა" პრემიერ ლიგის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა – ალექსანდერ ისაკი უკვე მერსისაიდელთა ფეხბურთელია
გათიშვა

„ლივერპულმა" პრემიერ ლიგის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა – ალექსანდერ ისაკი უკვე მერსისაიდელთა ფეხბურთელია

„ლივერპულმა" პრემიერ ლიგის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა – ალექსანდერ ისაკი უკვე მერსისაიდელთა ფეხბურთელია
1 დღის და 1 საათის წინ
გიორგი არახამია

შვედი ფორვარდი ალექსანდერ ისაკი „ლივერპულში" ითამაშებს. 

ინგლისელებმა „ნიუკასლთან“ შეთანხმებას მიაღწიეს მერსისაიდელები შვედი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდულ 130 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, რაც პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს წარმოადგენს.

25 წლის თავდამსხმელი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას დღესვე გაივლის და ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც კლუბთან წინასწარ თვეების წინ იყო შეთანხმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისაკს თავიდანვე მხოლოდ „ლივერპულში" თამაში სურდა და სხვა ვარიანტებს არ განიხილავდა.

ეს ნაბიჯი „ლივერპულს“ მნიშვნელოვან სიმძლავრეს მატებს შეტევაში, რადგან ისაკი ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და ეფექტურ ფორვარდად ითვლება ევროპაში.

შვედმა ფორვარდმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით 34 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.



FACEBOOK კომენტარები