„მანჩესტერ სიტიმ“ მეკარის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა – გუნდს იტალიის ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა შეუერთდება.
შეთანხმება უკვე შედგა დღეს იტალიელი მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად მოაწერს ხელს გრძელვადიან კონტრაქტს „სიტისთან“.
ტრანსფერი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ედერსონი „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა, შესაბამისად, ქალაქელებმა არჩევანი დონარუმაზე შეაჩერეს.
იტალიელი მეკარე, რომელიც „მილანის“ აკადემიიდან ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ჩამოყალიბდა და „ევრო 2020“-ის გამარჯვებული გახდა, ახლა პეპ გვარდიოლას გუნდის მთავარი გეგმების ნაწილი გახდა.