ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა » Footballnews ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა

ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა
1 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა, – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.

ქართველმა მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან.

„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად კვარაცხელიამ 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი მოიგო.

2023 წელს საქართველოს ნაკრების ლიდერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მე-17 იყო.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მოგვიანებით გახდება ცნობილი. ლიგა 1-ში „მარსელთან“ გადადებული მატჩის გამო „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების უმეტესობა დაჯილდოების ცერემონიას ვერ ესწრება, მათ შორისაა კვარაცხელიაც. ფრანგული გუნდიდან ჯილდოზე რვა მოთამაშე იყო ნომინირებული.

FACEBOOK კომენტარები