"პარის სენ-ჟერმენის"-ს ფრანგმა ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა და თავისი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა:
"მადლობა ყველა კლუბს, სადაც მითამაშია: " რენი“, "დორტმუნდის ბორუსია“, და კლუბი, სადაც თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი – "ბარსელონა“.
"ბარსელონაში" ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მითუმეტეს, როცა მესისა და ინიესტას გვერდით ვთამაშობდი. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება. ძალიან ბედნიერი ვარ,“ — აღნიშნა დემბელემ.
ცნობისთვის, უსმანი ისტორიაში მე-6 ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდოს მოგება შეძლო.