„ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი პაბლო გავი, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება, გულშემატკივრებს ემოციური სიტყვებით მიმართავს:
"ვინც მიცნობს, იცის, რომ ყოველთვის დავბრუნდები, როცა საჭირო იქნება, „ბარსას“ და ჩემთვის საყვარელი ხალხის დასაცავად."
" ნამდვილი გმირი არა მხოლოდ წარმატებების დროს ყალიბდება, არამედ მაშინ, როცა დაეცემა და ისევ წამოდგება."
"მადლობა ყველას მხარდაჭერისა და გამამხნევებელი სიტყვებისთვის“, – თქვა გავიმ.
მოგეხსენებათ ესპანელმა მძიმე დაზიანების გამო ოპერაცია გაიკეთა და გუნდს დაახლოებით 4-5 თვე ვერ დაეხმარება.