ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გათამაშებაში ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გათამაშებაში » Footballnews ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გათამაშებაში
გათიშვა

ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გათამაშებაში

ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გათამაშებაში
2 კვირის და 3 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

2025 წლის France Football-ის „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის შედეგები გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ გამარჯვებულმა უსმან დემბელემ მეორეადგილოსან ლამინ იამალს 321 ქულით აჯობა.

ფრანგმა შემტევმა 1380 ქულა დააგროვა, იამალმა კი – 1059. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 123 ქულა მოიპოვა და მე-12 პოზიციაზე გავიდა.

„ოქროს ბურთი 2025“ – საბოლოო შედეგები:

  1. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი) – 1380 ქულა
  2. ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი) – 1059 ქულა
  3. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია) – 703 ქულა
  4. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე) – 755 ქულა
  5. რაფინია („ბარსელონა“, ბრაზილია) – 620 ქულა
  6. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო) – 484 ქულა
  7. კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი) – 378 ქულა
  8. კოულ პალმერი („ჩელსი“, ინგლისი) – 211 ქულა
  9. ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ/მანჩესტერ სიტი“, იტალია) – 172 ქულა
  10. ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია) – 171 ქულა
  11. პედრი („ბარსელონა“, ესპანეთი) – 124 ქულა
  12. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი/პსჟ“, საქართველო) – 123 ქულა
  13. ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი) – 112 ქულა
  14. დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი) – 74 ქულა
  15. ვიქტორ გიოკერეში („სპორტინგი/არსენალი“, შვედეთი) – 56 ქულა
  16. ვინისიუსი („რეალი“, ბრაზილია) – 51 ქულა
  17. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“, პოლონეთი) – 49 ქულა
  18. სკოტ მაკტომინეი („ნაპოლი“, შოტლანდია) – 45 ქულა
  19. ჟოაო ნევეში (პსჟ, პორტუგალია) – 40 ქულა
  20. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“, არგენტინა) – 37 ქულა
  21. სერუ გირასი („დორტმუნდი“, გვინეა) – 25 ქულა
  22. ალექსის მაკ ალისტერი („ლივერპული“, არგენტინა) – 21 ქულა
  23. ჯუდ ბელინგემი („რეალი“, ინგლისი) – 21 ქულა
  24. ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი) – 20 ქულა
  25. დენზელ დუმფრისი („ინტერი“, ნიდერლანდები) – 20 ქულა
  26. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია) – 18 ქულა
  27. დეკლან რაისი („არსენალი“, ინგლისი) – 13 ქულა
  28. ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“, ნიდერლანდები) – 7 ქულა
  29. ფლორიან ვირტცი („ლევერკუზენი/ლივერპული“, გერმანია) – 5 ქულა
  30. მაიკლ ოლისე („ბაიერნი“, საფრანგეთი) – 4 ქულა

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ