27 სექტემბერს, ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პსჟ „ოსერს“ უმასპინძლებს და „მარსელთან“ დამარცხების შემდეგ გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
პარიზულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი, რომელიც მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს, სამაგიეროდ მწყობრში ჩადგა ბრედლი ბარკოლა.
„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს შეტევის ხაზი „ველოდრომზე“ ძალიან უნიათოდ გაისარჯა და მწვრთნელი ლუის ენრიკე მათგან მეტს მოელის. ესპანელმა სპეციალისტმა შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის ახალი ფეხბურთელების დამატება ადვილი არ არის. ეს იგივე არაა, „აშანში“ რაც გინდა, ყველაფერი შეიძინო. როდესაც მოთამაშეს ყიდულობ, ყურადღებით უნდა იყო, რადგან ბევრი ფულის გადახდისას, მასზე დიდ ზეწოლას ახორციელებ. ჩვენ გუნდი ვართ, რაც გასულ სეზონში ვაჩვენეთ. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ყველაფრის გასაანალიზებლად მზად ვართ. ვიცით, ისეთი ფეხბურთელების მოძებნა, რომლებიც ჩვენს ხედვას შეესაბამებიან, ადვილი არაა“.
გამოცემა წერს, რომ ტრავმირებულების გარეშე „პარი სენ ჟერმენის“ შესაძლებლობები შეზღუდულია, ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა გაირჯებიან, რაც გარკვეულწილად ეფექტურობის გარანტია იქნება და ეს მიუხედავად იმისა, ვის დააყენებენ „ცრუ ცხრიანზე“, შესაძლოა, ეს ლი იყოს, თუმცა კორეელი ამ პოზიციზე დამაჯერებელი ვერ გახლდათ.
პსჟ-ს სავრაუდო სასტარტო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, ლი, კვარაცხელია.შეგახსენებთ, პსჟ შემდეგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბარსელონასთან“ გამართავს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ