ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში თავის პირველ სეზონს ჩინებულად ატარებს გიორგი გოჩოლეიშვილს ტექნიკური წუნი არასოდეს ჰქონდა, ბურთთან მუდამ „შენობით იყო“, ახლა კი ფიზიკურადაც ძალიან მოუმატა და „ჰამბურგის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბოლო მატჩებს კარგად ატარებს.
Nurdieraute-მ გოჩოლეიშვილი შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „შახტარიდან“ იჯარით აყვანილმა ქართველმა რთული სტარტის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და HSV-ში გადასვლას ძალიან კარგ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. გამოცემა გიორგის კარიერას მიმოიხილავს, შვილის ავადმყოფობის გამო უკან მოტოვებულ მძიმე პერიოდზე წერს, რომლის გამოჯანმრთელების შემდეგ ქართველი ფეხბურთზე უფრო მეტადაა კონცენტრირებული, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ევროპის ტოპ-ლიგაში თავის პირველ სეზონს ჩინებულად ატარებს.
კლუბის სპორტული დირექტორი შტეფან კუნცი ამბობს, რომ გოჩოლეიშვილი იმედებს ამართლებს: „უნაკლო გუნდური მოთამაშეა. ბევრს შრომობს. ამ უნარების გათვალისწინებით დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც. კარგი პიროვნებაა“. ხაზგასმულია, რომ მთელ მარჯვენა ფლანგს აკონტროლებს, მეტოქეზე მუდმივად ახორციელებს ზეწოლას, მწვავე გადაცემებს აკეთებს და გუნდის, კლუბის და გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობს.
გოჩოლეიშვილი საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შეუერთდება და იმედია, დიდ დახმარებასაც გაუწევს.
SPORTALL
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ