ფრენკი დე იონგი: "პრემიერ ლიგა? შემოთავაზებები იყო, მაგრამ ,,ბარსელონაში" ბედნიერი ვარ" ფრენკი დე იონგი: "პრემიერ ლიგა? შემოთავაზებები იყო, მაგრამ ,,ბარსელონაში" ბედნიერი ვარ" » Footballnews ფრენკი დე იონგი: "პრემიერ ლიგა? შემოთავაზებები იყო, მაგრამ ,,ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"
გათიშვა

ფრენკი დე იონგი: "პრემიერ ლიგა? შემოთავაზებები იყო, მაგრამ ,,ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

ფრენკი დე იონგი: "პრემიერ ლიგა? შემოთავაზებები იყო, მაგრამ ,,ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"
1 დღის და 7 საათის წინ
გიორგი არახამია

ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა პრემიერლიგაში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:

“პრემიერლიგა? ამაზე არასდროს მიფიქრია.  წინადადებები ნამდვილად იყო, მაგრამ მე ბედნიერი ვარ ,,ბარსელონაში.” 

დე იონგმა ასევე შეაფასა ევროპული ჩემპიონატების დონე:

“პრემიერლიგა ამჟამად საუკეთესო ლიგაა — როგორც ლა ლიგა იყო ათი წლის წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ უნდა ითამაშო, რათა დაამტკიცო, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი ხარ,” — აღნიშნა დე იონგმა ESPN-თან ინტერვიუში. 

ფრენკი  დე იონგი კვლავ ერთ-ერთ მთავარ ფიგურად რჩება „ბარსელონას“ შუა ხაზში და ნიდერლანდელმა კლუბის მიმართ სრული ერთგულება გამოხატა.

შეგახსენებთ, ფრენკიმ ,,ბარსელონასთან" კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგძლივა.

FACEBOOK კომენტარები