„ეს მან კონტრაქტის გაფორმების დღესაც იცოდა“ — "ლივერპულის" ყოფილი მეკარე მამარდაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს „ეს მან კონტრაქტის გაფორმების დღესაც იცოდა“ — "ლივერპულის" ყოფილი მეკარე მამარდაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს » Footballnews „ეს მან კონტრაქტის გაფორმების დღესაც იცოდა“ — "ლივერპულის" ყოფილი მეკარე მამარდაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს
გათიშვა

„ეს მან კონტრაქტის გაფორმების დღესაც იცოდა“ — "ლივერპულის" ყოფილი მეკარე მამარდაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს

„ეს მან კონტრაქტის გაფორმების დღესაც იცოდა“ — "ლივერპულის" ყოფილი მეკარე მამარდაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს
6 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი არახამია

„ლივერპულში“ მეკარეების სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა — ალისონ ბეკერი, რომელმაც „გალათასარაისთან“ მიღებული ტრავმის გამო ერთი თვე გამოტოვა, უკვე გუნდთან ერთად ბრუნდება და მალე სავარჯიშო პროცესშიც სრულად ჩაერთვება.

მისი დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ამ პერიოდში გუნდს ღირსეულად ემსახურა, შესაძლოა ისევ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს „ნოტინგემ ფორესტთან“ გასამართ მატჩში ძირითადში სწორედ ალისონს ელიან.

კლუბის ყოფილმა მეკარემ კრის კირკლენდმა არსებულ სიტუაციას საკმაოდ პირდაპირ შეხედა. მისი თქმით, მამარდაშვილი თავიდანვე იცოდა, როგორი კონკურენციის პირობებში მოუწევდა თამაში.

"გიორგი ახლა რთულ ეტაპში შედის — თამაში-თამაშზე ყოფნის შემდეგ უთამაშებლობასთან შეგუება მოუწევს."

'ალისონის დაბრუნება მწვრთნელისთვის რთული, მაგრამ გასაგები გადაწყვეტილებაა, რადგან ბრაზილიელი წლების განმავლობაში გუნდის უპირობო N1 მეკარე იყო"

"მიმდინარე გრაფიკით მამარდაშვილსაც ექნება შანსები, რადგან სეზონი დატვირთულია და აუცილებელია მეკარეთა როტაცია"

თუმცა, ყოველი მომდევნო შესაძლებლობა გიორგისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება — შეცდომის უფლება მინიმუმამდე კლებულობს.

შეგსხსენებთ, მამარდაშვილმა ლივერპულში 9 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლი გაუშვა და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.

FACEBOOK კომენტარები