ლიგა 1-ის მე-16 ტურის მატჩში პსჟ დღეს სტუმრად „მეცს“ შეხვდება. ამის შემდეგ, 21 დეკემბერს, პარიზელები საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში გასვლაზე სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც გუნდს ორკვირიანი პაუზა ელის.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი როტაცია დაგეგმა და რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ მეკარე ლუკა შევალიე სრულ მზადყოფნაშია, „მეცთან“ კარში კვლავ მატვეი საფონოვი დადგება. მარკინიოსი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო განაცხადს მიღმა დარჩება. ლუკას ბერალდო გუნდს უბრუნდება, თუმცა ძირითად თერთმეტეულში არ დაიწყებს. მარცხენა ფლანგზე ნუნუ მენდეშს ლუკა ერნანდესი ჩაანაცვლებს, დაცვის ცენტრში კი ილია ზაბარნი ვილიან პაჩოსთან ერთად ითამაშებს. მარჯვენა ფლანგზე უორენ ზაირ-ემერი ვიხილავთ, რომელიც, სავარაუდოდ, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს.
ცვლილებებია ნახევარდაცვაშიც — ფაბიან რუისი, ვიტინია და ჟოაო ნევეში სათადარიგოთა სკამზე დასხდებიან, ხოლო შეხვედრას სენი მეილიუ, კანგ-ინ ლი და კენტენ ნჯანტუ დაიწყებენ.
შეტევის ხაზში უსმან დემბელე კვლავ ავადაა და თამაშს გამოტოვებს. გამოცემა Le Parisien წერს, რომ არასასურველი სცენარის შემთხვევაში, მეორე ტაიმში შესაძლოა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა გამოჩნდნენ. შეტევის ტრიო კი დეზირე დუეს, იბრაიმ მბაიეს და გონსალო რამუშისგან დაკომპლექტდება.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, მეილიუ, ლი, ნჯანტუ, დუე, მბაიე, რამუში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ