„ფლამენგოსთან“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა, ხოლო მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში გადამწყვეტი როლი პსჟ-ს მეკარემ, მატვეი საფონოვმა ითამაშა. რუსი კიპერი ფიფას ტურნირების ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ზედიზედ ოთხი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია.
თანამემამულის წარმატებას რუსულ სპორტულ მედიაში ფართო და, ბუნებრივია, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა — ლამის ყოველი მეორე სტატია სწორედ მას ეძღვნება. უკრაინული გამოცემები თემას შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და ძირითადად მხოლოდ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მატვეიმ მეორე პენალტი წესების დარღვევით მოიგერია.
football.ua: „საფონოვმა პსჟ ფაქტობრივად გადაარჩინა, თუმცა რამდენად სამართლიანი იყო ეს? მეკარემ ოთხი პენალტი მოიგერია, მაგრამ კარის ხაზზე მისი ქმედებები სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ამ ეპიზოდმა არაერთი კითხვა გააჩინა და მწვავე დისკუსიის თემად იქცა. გამეორებებზე აშკარად ჩანს, რომ დარტყმამდე ის კარის ხაზს სცდებოდა, თუმცა მსაჯებმა თერთმეტმეტრიანის ხელახალი შესრულება საჭიროდ არ ჩათვალეს“

ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ