ეს ბევრს აინტერესებდა - ცნობილი გახდა გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი ეს ბევრს აინტერესებდა - ცნობილი გახდა გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი » Footballnews ეს ბევრს აინტერესებდა - ცნობილი გახდა გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
გათიშვა

ეს ბევრს აინტერესებდა - ცნობილი გახდა გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი

ეს ბევრს აინტერესებდა - ცნობილი გახდა გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
10 საათის და 8 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„ბირმინგემთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელიც 3:0 დასრულდა, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს, როცა ანგარიში 2:0 იყო. ბუნებრივია, გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა — რატომ აღარ გამოჩნდა ქართველი ნახევარმცველი მეორე ტაიმში.

მატჩის შემდეგ ხავი გრასიამ განმარტა, რომ კმაყოფილია როგორც გუნდის, ისე ჩაკვეტაძის თამაშით. მისი თქმით, ფეხბურთელები აქტიურად ეხმარებიან დაცვას, ხოლო ცვლილებები გადატვირთული კალენდრის გამო გაკეთდა, რათა მოთამაშეებს მომდევნო შეხვედრამდე ძალების აღდგენის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

„ჩაკვეტაძე კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია და მომდევნო მატჩისთვის მზადაა. ტრავმის გამო დიდი პაუზა ჰქონდა და არ მინდოდა ზედმეტი რისკის გაწევა — ასე ჩავთვალე საჭიროდ“, — აღნიშნა გრასიამ.

მწვრთნელმა ასევე გაუსვა ხაზი გუნდის სტაბილურობას: „საკუთარ მოედანზეც კარგად ვთამაშობთ და გასვლით მატჩებშიც. ბურთს ვაკონტროლებთ, ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით და დაცვაშიც ორგანიზებულად ვმოქმედებთ. ასეთი ანგარიშით მოგება მარტივი არაა. ფეხბურთელებს თავდაჯერება მოემატათ — სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების საფუძველი. კვირას „ჰალთან“ რთული გასვლა გველის და მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ. სატურნირო მდგომარეობაზე არ ვფიქრობ, მთავარია, სრულფასოვნად აღდგენა მოვასწროთ“.

FACEBOOK კომენტარები