ცნობილია - როგორია კვარას მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა ის საფრანგეთის სუპერთასის ფინალში ცნობილია - როგორია კვარას მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა ის საფრანგეთის სუპერთასის ფინალში » Footballnews ცნობილია - როგორია კვარას მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა ის საფრანგეთის სუპერთასის ფინალში
გათიშვა

ცნობილია - როგორია კვარას მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა ის საფრანგეთის სუპერთასის ფინალში

ცნობილია - როგორია კვარას მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა ის საფრანგეთის სუპერთასის ფინალში
10 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ტრავმის გამო „პარიზთან“ მატჩის გამოტოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია დღეს დილით გუნდთან ერთად ივარჯიშა, დღის მეორე ნახევარში კი პარი სენ ჟერმენი-ს შემადგენლობაში ქუვეითში გაემგზავრა. საფრანგეთის სუპერთასის მატჩში პარიზელები მარსელი-ს დაუპირისპირდებიან.

გასულ სეზონში კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო და ახლა მეექვსე თასის დამატების შესაძლებლობა აქვს.

პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება — ტრავმების გამო გუნდს მატვეი საფონოვი, კანგ-ინ ლი და კვენტენ ნჯანტუ დააკლდა, ხოლო აშრაფ ჰაკიმი და იბრაიმ მბაიე აფრიკის თასზე ასპარეზობენ.

შეხვედრა 8 იანვარს, ქუვეითში, 60-ათასიან ჯაბერ ალ აჰმედ ინტერნაციონალი-ზე გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

გირჩევთ