„მარსელთან“ საფრანგეთის სუპერთასის მატჩის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უპასუხა.
„ჩვენთვის ტიტულებისთვის ბრძოლა დამატებითი მოტივაციაა. კარგად გვესმის „მარსელთან“ ფინალური მატჩის მნიშვნელობა. გუნდი მოტივირებულია. მათთან ამ სეზონში დავმარცხდით, თუმცა როდესაც „მარსელს“ ეთამაშები ფინალში, რევანშზე საუბარი ზედმეტია – ეს სრულიად განსხვავებული ტურნირია და აქ მთავარი ემოციების კონტროლი, კონცენტრაცია.
სათამაშო სქემა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – მეტოქეზე, ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობასა და სათამაშო დროზე. გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, თუმცა ერთი ფაქტი უცვლელია – ეს ფინალია. საშობაო შესვენების შემდეგ გუნდმა ძალები აღიდგინა და ახლა უკვე შეგვიძლია, ნამდვილი „პარი სენ-ჟერმენი“ ვიხილოთ.
რობერტო დე ძერბის („მარსელის“ მწვრთნელი) თავისი ფილოსოფია აქვს და ეს მომწონს. ჩვენი მიზანი ბურთის გაკონტროლება, მაღალი პრესინგის თამაში და მისი მალე დაბრუნება იქნება. მთავარია, მოედანზე ყოფნისას სიამოვნება მივიღოთ – ეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი ფაქტორია“, – განაცხადა ენრიკემ.
საფრანგეთის სუპერთასის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის 8 იანვრს, ქუვეითში ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ