„მარსელთან“ გამარჯვებისა და საფრანგეთის სუპერთასის მოპოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უპასუხა.
როგორც ენრიკე აღნიშნავს, პარიზული გუნდისთვის რთული მატჩი გამოვიდა და რიგ მომენტებში „მარსელი“ უკეთ გამოიყურებოდა.
„ძალიან მძიმე და დაძაბული მატჩი გამოვიდა. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლო წუთებში „მარსელმა“ მაღალი დონე აჩვენა და თამაშში დარჩენა სრულად დაიმსახურა. საერთო ჯამში, რთული დაპირისპირება იყო და უნდა ვაღიარო, რომ გარკვეულ მონაკვეთებში მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა.
გვქონდა შანსი, მატჩის ბედი ადრე გადაგვეწყვიტა და მეორე გოლი გაგვეტანა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. „მარსელი“ აგრესიულად უტევდა და მუდმივად ცდილობდა მომენტების შექმნას. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ გამორჩეული გუნდია, ძლიერი მენტალიტეტით.
განსაკუთრებით მინდა, გონსალუ რამუშს მივულოცო – ის შესანიშნავი ფეხბურთელი და არაჩვეულებრივი ადამიანია. ყოველთვის მზად არის, გუნდს დაეხმაროს და თუნდაც რამდენიმე წუთში მაქსიმუმი გაიღოს.
რაც შეეხება პენალტების სერიას, ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. ნაწილობრივ ასეა, თუმცა პენალტები სერიოზული სამუშაოს შედეგია. ლუკა შევალიეს გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ისევე როგორც ყველა ჩვენი მეკარის გამო, რადგან როცა შანსი ეძლევათ, ყოველთვის კარგად თამაშობენ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ