ანზორ კავაზაშვილმა ტრამპს შეუტია - რას ამბობს სსრკ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე აშშ-ს პრეზიდენტზე ანზორ კავაზაშვილმა ტრამპს შეუტია - რას ამბობს სსრკ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე აშშ-ს პრეზიდენტზე » Footballnews ანზორ კავაზაშვილმა ტრამპს შეუტია - რას ამბობს სსრკ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე აშშ-ს პრეზიდენტზე
გათიშვა

ანზორ კავაზაშვილმა ტრამპს შეუტია - რას ამბობს სსრკ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე აშშ-ს პრეზიდენტზე

ანზორ კავაზაშვილმა ტრამპს შეუტია - რას ამბობს სსრკ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე აშშ-ს პრეზიდენტზე
4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე

სსრკ-ს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ ისაუბრა.

ფიფა ვენესულეაში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშშ-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსს არ ჩამოართმევს.

კავაზაშვილმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა:

"FIFA-ს ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ის მუნდიალს არასდროს დათმობს და ტრამპს ტურნირის წარმატებისთვის ნებისმიერი გარანტიის მიცემა შეუძლია. 

ტრამპი თავხედი ამერიკელია, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს. თუ მას რაიმე სურს, სჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყანა ან ორგანიზაცია მის დიქტატს მიჰყვება.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, არცერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი არ უნდა ჩატარდეს აგრესორის ქვეყანაში, მაგრამ ბატონ ტრამპს არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი, არ აინტერესებს, ფეხქვეშ თელავს მას და არავის უსმენს. ის საკუთარ კონგრესსაც კი არ აცნობებს, როდესაც ვენესუელას პრეზიდენტს და მის მეუღლეს იტაცებს. მეეჭვება, FIFA საკმარისად ძლიერი იყოს იმისთვის, რომ აშშ-ს მუნდიალის მასპინძლის უფლება ჩამოართვას", - თქვა კავაზაშვილმა. 

FACEBOOK კომენტარები