"ამიტომ დავაბრუნე მოთამაშეები მოედანზე" - სადიო მანეს განცხადება "ამიტომ დავაბრუნე მოთამაშეები მოედანზე" - სადიო მანეს განცხადება » Footballnews "ამიტომ დავაბრუნე მოთამაშეები მოედანზე" - სადიო მანეს განცხადება
გათიშვა

"ამიტომ დავაბრუნე მოთამაშეები მოედანზე" - სადიო მანეს განცხადება

"ამიტომ დავაბრუნე მოთამაშეები მოედანზე" - სადიო მანეს განცხადება
2 საათის და 27 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

სენეგალის ნაკრების ლიდერმა სადიო მანემ განმარტა, თუ რატომ დააბრუნა თანაგუნდელები მოედანზე აფრიკის თასის ფინალში.

მოგეხსენებათ, მეორე ტაიმისთვის დამატებული 24-ე წუთზე ბრაჰიმმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა, თუმცა მეტოქის მეკარემ, ედუარ მენდიმ, ბურთი მარტივად დაიჭირა. 

ამ პენალტის შესრულებას სკანდალური მომენტი შეიქმნა, როდესაც სენეგალის ნაკრების მოთამაშეები პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეები სტადიონზე სწორედ სადიო მანემ დააბრუნა.

ამასთან დაკავშირებით, მანემ მედიასთან ისაუბრა.

"მატჩს მთელი მსოფლიო უყურებდა, ამიტომ ფეხბურთისთვის კარგი სახე უნდა შეგვენარჩუნებინა. 

"ვფიქრობ, სიგიჟე იქნებოდა თამაშის გაგრძელებაზე უარის თქმა მხოლოდ იმის გამო, რომ არბიტრმა პენალტი დანიშნა.

"ეს ყველაზე ცუდი რამ იქნებოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, განსაკუთრებით აფრიკული ფეხბურთისთვის. მირჩევნია დავმარცხებულიყავი, ვიდრე ჩვენს ფეხბურთს მსგავსი რამ დამართნოდა.

"ვფიქრობ, ეს მართლაც ცუდი შემთხვევაა. ფეხბურთი არ უნდა ჩერდებოდეს ათი წუთით, მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა? უნდა მივიღოთ ის, რაც მოხდა. მთავარი ის არის, რომ დავბრუნდით და მატჩი ბოლომდე ვითამაშეთ, ხოლო რაც მოხდა, ის მოხდა“, - თქვა მანემ.


FACEBOOK კომენტარები